საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა. 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა. ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი „ღიაა საქართველოსთვის“, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების თარიღები არ სახელდება. თუ როგორ ვითარდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, ამის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.