https://sputnik-georgia.com/20230502/ratom-ar-monawileobs-saqartvelo-natos-wvrtnebsi-tavdacvis-saministros-pasuxi-277287137.html
რატომ არ მონაწილეობს საქართველო ნატოს წვრთნებში: თავდაცვის სამინისტროს პასუხი
რატომ არ მონაწილეობს საქართველო ნატოს წვრთნებში: თავდაცვის სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
მინისტრმა აღნიშნა, რომ სწავლება უკავშირდებოდა ხარჯებს, რაზეც საქართველომ უარი თქვა. 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T23:24+0400
2023-05-02T23:24+0400
2023-05-02T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/08/234430849_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_d47144452705035268edeb70affa958e.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო პარტნიორების რეკომენდაციით არ მონაწილეობს აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმილ წვრთნებში Defender 2023, ნათქვამია უწყების განცხადებაში ოპოზიციური მედიის ბრალდებების საპასუხოდ.ოპოზიციურმა ტელეარხებმა ეს თემა 2023 წლის წვრთნების დაწყების შემდეგ წამოწიეს. მათი აზრით, საქართველომ უკრაინის კონფლიქტისა და მთავრობის პოლიტიკის ფონზე ნატოსთვის თავისი მნიშვნელობა დაკარგა.საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველო წელს ნატოს და ევროპის 10 სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.ოპოზიციური მედიის ვარაუდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც გამოეხმაურა და მათ სპეკულაცია უწოდა.ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ სწავლება უკავშირდებოდა ხარჯებს, რაზეც საქართველომ უარი თქვა.წვრთნები 7 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/08/234430849_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_8249e37b7107a8f8c052ee02e62412fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველო–ნატოს ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველო–ნატოს ურთიერთობები
რატომ არ მონაწილეობს საქართველო ნატოს წვრთნებში: თავდაცვის სამინისტროს პასუხი
მინისტრმა აღნიშნა, რომ სწავლება უკავშირდებოდა ხარჯებს, რაზეც საქართველომ უარი თქვა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო პარტნიორების რეკომენდაციით არ მონაწილეობს აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმილ წვრთნებში Defender 2023, ნათქვამია უწყების განცხადებაში ოპოზიციური მედიის ბრალდებების საპასუხოდ.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა ეს თემა 2023 წლის წვრთნების დაწყების შემდეგ წამოწიეს. მათი აზრით, საქართველომ უკრაინის კონფლიქტისა და მთავრობის პოლიტიკის ფონზე ნატოსთვის თავისი მნიშვნელობა დაკარგა.
„სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველო წელს ნატოს და ევროპის 10 სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.
ოპოზიციური მედიის ვარაუდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც გამოეხმაურა და მათ სპეკულაცია უწოდა.
ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ სწავლება უკავშირდებოდა ხარჯებს, რაზეც საქართველომ უარი თქვა.
წვრთნები 7 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება.