რა განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა: ვიდეო

© Government of Georgiaნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას.
პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენმდივნის შეხვედრა დილით უნდა გამართულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ის ჯერ გააუქმეს, შემდეგ კი საღამოსთვის გადადეს. ქართული მასმედიის ინფორმაციით, შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. არსებული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის წინ გენერალურმა მდივანმა კორონავირუსი გადაიტანა.

მთავრობის აპარატის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას.

© Government of Georgiaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში
Премьер-министр Грузии Ираклий Гарибашвили и генеральный секретарь НАТО Йенс Столтенберг в Брюсселе - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში
გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის ძლიერი და საიმედო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი წვლილი როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და სწრაფვა ადეკვატურად აისახება ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში. მხარეებმა მიმოიხილეს ასევე მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები.
საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინაში არსებულ სიტუაციას. პრემიერ-მინისტრმა უკრაინელებისადმი ქართველი ხალხის სოლიდარობა დაადასტურა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მისი პირადი ძალისხმევისთვის და საკვანძო როლისთვის საქართველოს წინსვლაში ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარია.
ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.
წყარო - მთავრობის აპარატის პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0