პოლიტოლოგი: საქართველოს ნატოში მიღების შესახებ დაპირებები ბლეფია

© Сourtesy of Georgian Governmentიენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე
იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არასდროს დასახელებულა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ბლეფია, რადგანაც ბუქარესტის ნატოს სამიტის გამართვის დღიდან 15 წლის მანძილზე მხოლოდ დაპირებები ისმის, განაცხადა ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ვასო კაპანაძემ „Sputnik-საქართველოსთან".
თბილისში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ძალზე მნიშვნელოვანია ნატოსთვის და აღნიშნა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი.
„ჩვენ ხელიხელჩაკიდებული ვივლით ნატოს მიმართულებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმების განხორციელება.
„როდის აპირებენ ისინი საქართველოს მიღებას, ამაზე არავინ საუბრობს, არც სტოლტენბერგი და არც ალიანსის სხვა მაღალჩინოსნები. სინამდვილეში ეს ბლეფია და შეიძლება ეწოდოს შემთხვევა, როცა ცდილობენ ქართული საზოგადოების მოტყუებას და წლების განმავლობაში გამუდმებით იძლევიან დაპირებებს, თითქოს საქართველო გახდება ნატოს წევრი. ის არ გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა კაპანაძემ.
პოლიტოლოგის თქმით განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, 2008 წლის აპრილიდან, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ისმის. ეს, მისი აზრით, ჰგავს მამაკაცის ქალისთვის მიცემულ დაპირებებს ქორწინების შესახებ, რომელსაც რეალურად არ სურს დაქორწინება და, შესაბამისად, არ ასახელებს ქორწილის კონკრეტულ თარიღს.
პრემიერ-მინისტრი: ბრიუსელში ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა>>>
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოს ჯანსაღად მოაზროვნე მოსახლეობას არ სჯერა ასეთი დაპირებების.
ექსპერტს მიაჩნია, რომ სტოლტენბერგის ვიზიტის მიზანი, სავარაუდოდ, იმ ძალების გააქტიურებაა, რომლებსაც სჯერათ და ელიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
საქართველო და ნატო
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.
ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არასდროს დასახელებულა.
რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამ ალიანსის გაზრდის მისი საზღვრებისკენ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებას არ ამყარებს.
ყველა ახალი ამბავი
0