https://sputnik-georgia.com/20240223/kobaxidze-briuselshi-viziti-optimizmis-sapuzvels-izleva-286506228.html
პრემიერ-მინისტრი: ბრიუსელში ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა
პრემიერ-მინისტრი: ბრიუსელში ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა
Sputnik საქართველო
ბელგიის დედაქალაქში პრემიერის ვიზიტი 20-21 თებერვალს განხორციელდება. 23.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-23T17:18+0400
2024-02-23T17:18+0400
2024-02-23T17:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286500930_0:107:1280:828_1920x0_80_0_0_71400cd31a60e6283c92b50c8abc5393.jpg
ТБИЛИСИ, 23 фев — Sputnik. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში განხორციელებული პირველი ვიზიტი დადებითად შეაფასა და ქვეყნის ევროკავშირში შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზები გააკეთა.კობახიძემ შეხვედრები გამართა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაში.მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ თემებზე, რაზეც ბრიუსელში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს", - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს.ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებითაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ.ბრიუსელში კობახიძის ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.გარდა ამისა, კობახიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან და მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286500930_0:92:1280:1053_1920x0_80_0_0_385af06d346ad1ef2bef30abc6a41c58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი: ბრიუსელში ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა
ბელგიის დედაქალაქში პრემიერის ვიზიტი 20-21 თებერვალს განხორციელდება.
ТБИЛИСИ, 23 фев — Sputnik. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში განხორციელებული პირველი ვიზიტი დადებითად შეაფასა და ქვეყნის ევროკავშირში შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზები გააკეთა.
კობახიძემ შეხვედრები გამართა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაში.
„ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ თემებზე, რაზეც ბრიუსელში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს.
ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებითაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ.
„ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპელი პარტნიორების მკაფიო დაპირებებს საქართველოს ერთიანი ევროპულ ანგარიშსწორების სისტემაში ინტეგრირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
ბრიუსელში კობახიძის ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
გარდა ამისა, კობახიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან და მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.