https://sputnik-georgia.com/20260109/natosi-saqartvelos-elcma-aliansis-genmdivans-rwmunebata-sigelebi-gadasca-296575934.html
ნატოში საქართველოს ელჩმა ალიანსის გენმდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ნატოში საქართველოს ელჩმა ალიანსის გენმდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
Sputnik საქართველო
მხარეებმა შეხვედრაზე ნატო- საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს. 09.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-09T18:17+0400
2026-01-09T18:17+0400
2026-01-09T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ნატო
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296572535_0:178:1115:805_1920x0_80_0_0_600e2c71e4e12ccc914cb2ab4b922a2e.jpg
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ბერაია, ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა და რწმუნებათა სიგელები გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს წარმომადგენელმა და ალიანსის გენერალურ მდივანმა შეხვედრაზე ნატო- საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს. მარკ რუტემ ირაკლი ბერაიას წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ირაკლი ბერაია ნატოში საქართველოს წარმომადგენლად წინა წლის სექტემბერში დაინიშნა. ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს. წლების განმავლობაში ბერაია ასევე იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე. ბერაია ასევე იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე. საქართველო და ნატოსაქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს. ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუქარესტის სამიტის გზავნილისადმი ერთგულებას აცხადებდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა შესუსტდა.2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296572535_0:73:1115:909_1920x0_80_0_0_4fab53b899cb3bd95c8a4d00cb534f0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები
ნატოში საქართველოს ელჩმა ალიანსის გენმდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
18:17 09.01.2026 (განახლებულია: 23:05 09.01.2026) მხარეებმა შეხვედრაზე ნატო- საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ბერაია, ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა და რწმუნებათა სიგელები გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს წარმომადგენელმა და ალიანსის გენერალურ მდივანმა შეხვედრაზე ნატო- საქართველოს თანამშრომლობა განიხილეს.
„საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს როლის მნიშვნელობას და გენერალურ მდივანს ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარკ რუტემ ირაკლი ბერაიას წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი ბერაია ნატოში საქართველოს წარმომადგენლად წინა წლის სექტემბერში დაინიშნა.
ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს. წლების განმავლობაში ბერაია ასევე იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე. ბერაია ასევე იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.
სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე.
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.
2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს. ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუქარესტის სამიტის გზავნილისადმი ერთგულებას აცხადებდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა შესუსტდა.
2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.