https://sputnik-georgia.com/20251208/saqsi-zelenski-saqartvelos-shida-saqmeebshi-ereva-296109452.html
საქსი: ზელენსკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა
საქსი: ზელენსკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა 08.12.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-12-08T15:28+0400
2025-12-08T15:28+0400
2025-12-08T15:28+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ნატო
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
დიდი ბრიტანეთი
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0e/270422241_0:54:1043:641_1920x0_80_0_0_7098d734cf1821ca116839666f68991d.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წესით საკუთარი ქვეყნის პრობლემებით უნდა დაკავდეს, თუმცა, ამის ნაცვლად, ის საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, რადგანაც იგი ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მარიონეტია, განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში „თბილისის დროით“.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას არწმუნებდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაეწყო სამხედრო მოქმედებები, გაეხსნა „მეორე ფრონტი" და ჩართულიყო რუსეთთან ომში. საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ამ მოწოდებაზე უარის თქმამ დასავლეთთან ურთიერთობებში ბზარი გააჩინა.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზელენსკის „თავიდან მოშორებას" ცდილობს, თუმცა ის იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ვაშინგტონმა 2014 წლის თებერვალში უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შექმნა.„ზელენსკის ყველა წინამორბედიც 2014 წლიდან ამერიკის კარგი მოსწავლე იყო, „დიფ სთეითის“ კარგი მოსწავლე. ყველაფერი კი ახლა თავდაყირა დგება, ტრამპს სურს ამ ომის დასრულება", - აღნიშნა საქსმა.იგი უკრაინაში კონფლიქტს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისთვის - ქვეყნებისთვის, რომლებიც 1990-იან წლებში უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გეგმავდნენ - დიდ წარუმატებლობად მიიჩნევს.„მათ ეს იოლი ეგონათ, სულ არ ელოდნენ ომს, რომელსაც უკრაინა წააგებდა. მაგრამ ეს გახლავთ მოცემულობა. ახლა კი ამერიკული „დიფ სთეითის“ ნაწილი ამ ომისგან თავის დაღწევას ცდილობს. ზელენსკის კი სხვა გზა არ აქვს, ის სწორედ ამ ომისთვის განაწესეს ადგილზე", - აღნიშნა საქსმა.მან გაიხსენა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ომი - არის დასავლური ჰეგემონიის დაცვისთვის წარმოებული ომი და რომ უკრაინელთა დიდ ნაწილს ეს ომი არ სურს.საქსის მოსაზრებით, უკრაინას და საქართველოს ნატოს წევრობის შანსი არ აქვთ, რადგან რუსეთი ამას არასდროს დაუშვებს. მან ასეთ მოლოდინებს „სრული სიგიჟე“ უწოდა.„საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ნატოს წევრი-სახელმწიფოები არ იქნებიან. ეს არის ამ თავგადასავლის დასასრული,“, - დაასკვნა საქსმა.საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, საქართველოს მთავრობა ასევე დაადანაშაულეს რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების დახმარებაში. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0e/270422241_58:0:985:695_1920x0_80_0_0_73a173bc284acad243703afe4b177fb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, დიდი ბრიტანეთი , აშშ , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, დიდი ბრიტანეთი , აშშ , ახალი ამბები
საქსი: ზელენსკი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წესით საკუთარი ქვეყნის პრობლემებით უნდა დაკავდეს, თუმცა, ამის ნაცვლად, ის საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, რადგანაც იგი ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მარიონეტია, განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში „თბილისის დროით“.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას არწმუნებდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაეწყო სამხედრო მოქმედებები, გაეხსნა „მეორე ფრონტი" და ჩართულიყო რუსეთთან ომში. საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ამ მოწოდებაზე უარის თქმამ დასავლეთთან ურთიერთობებში ბზარი გააჩინა.
„ზელენსკის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გარდა, წესით, სხვა საქმე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზელენსკი ხომ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მარიონეტია", - განაცხადა საქსმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზელენსკის „თავიდან მოშორებას" ცდილობს, თუმცა ის იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ვაშინგტონმა 2014 წლის თებერვალში უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ შექმნა.
„ზელენსკის ყველა წინამორბედიც 2014 წლიდან ამერიკის კარგი მოსწავლე იყო, „დიფ სთეითის“ კარგი მოსწავლე. ყველაფერი კი ახლა თავდაყირა დგება, ტრამპს სურს ამ ომის დასრულება", - აღნიშნა საქსმა.
იგი უკრაინაში კონფლიქტს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისთვის - ქვეყნებისთვის, რომლებიც 1990-იან წლებში უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გეგმავდნენ - დიდ წარუმატებლობად მიიჩნევს.
„მათ ეს იოლი ეგონათ, სულ არ ელოდნენ ომს, რომელსაც უკრაინა წააგებდა. მაგრამ ეს გახლავთ მოცემულობა. ახლა კი ამერიკული „დიფ სთეითის“ ნაწილი ამ ომისგან თავის დაღწევას ცდილობს. ზელენსკის კი სხვა გზა არ აქვს, ის სწორედ ამ ომისთვის განაწესეს ადგილზე", - აღნიშნა საქსმა.
მან გაიხსენა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ომი - არის დასავლური ჰეგემონიის დაცვისთვის წარმოებული ომი და რომ უკრაინელთა დიდ ნაწილს ეს ომი არ სურს.
საქსის მოსაზრებით, უკრაინას და საქართველოს ნატოს წევრობის შანსი არ აქვთ, რადგან რუსეთი ამას არასდროს დაუშვებს. მან ასეთ მოლოდინებს „სრული სიგიჟე“ უწოდა.
„საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ნატოს წევრი-სახელმწიფოები არ იქნებიან. ეს არის ამ თავგადასავლის დასასრული,“, - დაასკვნა საქსმა.
საქართველოს ხელისუფლება ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.
მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, საქართველოს მთავრობა ასევე დაადანაშაულეს რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების დახმარებაში. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.