https://sputnik-georgia.com/20250610/gancxadebebit-saqartvelos-usafrtxoebas-veravin-daicavs-papuasvilma-natos-mkvetrad-upasuxa-293709808.html
განცხადებებით საქართველოს უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს: პაპუაშვილმა ნატოს მკვეთრად უპასუხა
განცხადებებით საქართველოს უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს: პაპუაშვილმა ნატოს მკვეთრად უპასუხა
Sputnik საქართველო
საქმე-საქმეზე რომ მიდგება ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატოს ოფისების მხრიდან, აღნიშნა შალვა... 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T19:38+0400
2025-06-10T19:38+0400
2025-06-10T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ნატო
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0f/291758781_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_903a54c01a00dbb462382eec45c80c60.jpg
თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. საქართველო ყველა ქმედებისთვის ნატოსგან მხოლოდ სიტყვებს იღებს, ხოლო განცხადებები სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ნატოს სამეკავშირეო ოფისმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.მისი თქმით, საქართველო ყველა თავის მოქმედებაზე საპასუხოდ მხოლოდ განცხადებებს იღებს.„ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთებულიყო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა საქართველოს მნიშვნელობა ნატოსთვის და ასევე გვეჩვენებინა ნატოს მნიშვნელობა საქართველოსთვის. ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვხვდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატოს ადგილობრივი ოფისის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქმე-საქმეზე რომ მიდგება ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატოს ოფისების მხრიდან, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.საქართველო და ნატოსაქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს. ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუქარესტის სამიტის გზავნილისადმი ერთგულებას აცხადებდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა შესუსტდა.2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/0f/291758781_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_df729b6769f304de64357ae6c618f4a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები
განცხადებებით საქართველოს უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს: პაპუაშვილმა ნატოს მკვეთრად უპასუხა
საქმე-საქმეზე რომ მიდგება ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატოს ოფისების მხრიდან, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. საქართველო ყველა ქმედებისთვის ნატოსგან მხოლოდ სიტყვებს იღებს, ხოლო განცხადებები სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ნატოს სამეკავშირეო ოფისმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
„განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყველა თავის მოქმედებაზე საპასუხოდ მხოლოდ განცხადებებს იღებს.
„ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთებულიყო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა საქართველოს მნიშვნელობა ნატოსთვის და ასევე გვეჩვენებინა ნატოს მნიშვნელობა საქართველოსთვის. ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვხვდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატოს ადგილობრივი ოფისის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქმე-საქმეზე რომ მიდგება ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატოს ოფისების მხრიდან, აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.
2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს. ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუქარესტის სამიტის გზავნილისადმი ერთგულებას აცხადებდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა შესუსტდა.
2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.