ნატო გააძლიერებს საქართველოსა და ალიანსის სხვა პარტნიორების მხარდაჭერას - დეკლარაცია

© photo: Sputnik / Alexey Vitvytsky / გადასვლა მედიაბანკშინატოს ემბლემა
ნატოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ნატოს ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ საქართველოს, მოლდოვისა და თავისი სხვა პარტნიორების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, ნათქვამია მადრიდში ალიანსის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში.
რუსეთი ალიანსის აღმოსავლეთით გაძლიერების კატეგორიული წინააღმდეგია. გარდა ამისა, რუსული მხარე მოითხოვს, რომ დასავლეთმა უარი თქვას სამხედრო ბაზების შექმნაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, მის საზღვრებთან შეიარაღების განთავსებაზე, ნატომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ ევროპიდან და დაუბრუნდეს 1997 წლის პოზიციებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აუცილებელია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალურად უარყოფა, სადაც დამტკიცდა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები, თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
რუსული მხარის აზრით, ამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას, არ განამტკიცონ თავიანთი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე.
საქართველომ 2011 წელს მიიღო ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ღონისძიებების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას ალიანსის წევრობისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0