https://sputnik-georgia.com/20220420/apaturai-saqartvelosi-politikuri-garemo-polarizebulia-266116019.html
საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალზე პოლარიზებულია - ჯეიმს აპატურაი
საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალზე პოლარიზებულია - ჯეიმს აპატურაი
Sputnik საქართველო
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T14:02+0400
2022-04-20T14:02+0400
2022-04-20T18:35+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
ნატო
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
უკრაინა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22780/88/227808884_75:0:1126:591_1920x0_80_0_0_aaca0f9b84981dddb546754328387be6.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ნატო საქართველოში რეფორმების გაგრძელებასა და პოლიტიკური პოლარიზების შემცირებას უჭერს მხარს, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში შეხვედრების შემდეგ.„ნატოს სურს იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება“, – განაცხადა აპატურაიმ, იუწყება პირველი არხი.მისი თქმით, საქართველოში „ძალზე პოლარიზებული გარემოა“.„ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, – აღნიშნა აპატურაიმ.ამასთან, მან დადებითად შეაფასა, რომ საქართველოს მისწრაფებას ნატოში ქვეყანაში მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს.აპატურაი ასევე შეეხო უკრაინის მოვლენებს. მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიისა და უსაფრთხოების კუთხით ძალიან რთულ გარემოში იმყოფება. მან აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებს სურთ, რომ თანამოაზრე ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის მაქსიმუმი გააკეთონ.საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ამის გამო საქართველო უფრო მეტად დაზარალდება. ამასთან საქართველო იცავს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, ასევე უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22780/88/227808884_206:0:994:591_1920x0_80_0_0_a85912f14afbd1f90f3e589afa49e3be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, უკრაინა , პოლიტიკა
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, ნატო , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, უკრაინა , პოლიტიკა
საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალზე პოლარიზებულია - ჯეიმს აპატურაი
14:02 20.04.2022 (განახლებულია: 18:35 20.04.2022) ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ნატო საქართველოში რეფორმების გაგრძელებასა და პოლიტიკური პოლარიზების შემცირებას უჭერს მხარს, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში შეხვედრების შემდეგ.
„ნატოს სურს იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება“, – განაცხადა აპატურაიმ, იუწყება
პირველი არხი.
მისი თქმით, საქართველოში „ძალზე პოლარიზებული გარემოა“.
„ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, – აღნიშნა აპატურაიმ.
ამასთან, მან დადებითად შეაფასა, რომ საქართველოს მისწრაფებას ნატოში ქვეყანაში მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს.
აპატურაი ასევე შეეხო უკრაინის მოვლენებს. მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიისა და უსაფრთხოების კუთხით ძალიან რთულ გარემოში იმყოფება. მან აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებს სურთ, რომ თანამოაზრე ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის მაქსიმუმი გააკეთონ.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ამის გამო საქართველო უფრო მეტად დაზარალდება. ამასთან საქართველო იცავს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, ასევე უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.