https://sputnik-georgia.com/20230807/---------281006748.html
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 07.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-07T18:00+0400
2023-08-07T18:00+0400
2023-08-07T21:50+0400
საქართველო
მეწყერი რაჭაში
საზოგადოება
შვეიცარია
სლოვენია
საქართველო–ნატოს ურთიერთობები
სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414301_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_dae029d4048eb11fc9c4744446a3dada.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის ქვეყნების ლიდერები და დიპლომატები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 დაკარგული ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ქართველ ხალხს კი მხნეობა და გამძლეობა უსურვა.სლოვენიის საელჩომ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგიკული მოვლენის გამო, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა შვეიცარიის საელჩომ.შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ.საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.ტრაგედია შოვშიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.შოვში ტრაგედიის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართება>>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
შვეიცარია
სლოვენია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414301_271:240:2084:1600_1920x0_80_0_0_3735c00e68df788592f02c873768864a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, შვეიცარია, სლოვენია , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები
საქართველო, მეწყერი რაჭაში, საზოგადოება, შვეიცარია, სლოვენია , საქართველო–ნატოს ურთიერთობები, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ
18:00 07.08.2023 (განახლებულია: 21:50 07.08.2023) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის ქვეყნების ლიდერები და დიპლომატები საქართველოს სამძიმარს უცხადებენ კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ხიდები, დაზიანდა კურორტისკენ მიმავალი გზა. ამ დროისათვის ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. იძებნება 16 დაკარგული ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
„დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად", – განაცხადა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ ამირ ოხანამ.
მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ქართველ ხალხს კი მხნეობა და გამძლეობა უსურვა.
სლოვენიის საელჩომ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგიკული მოვლენის გამო, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს", – ნათქვამია სლოვენიის საელჩოს განცხადებაში.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა შვეიცარიის საელჩომ.
„შვეიცარიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გლოვის დღესთან დაკავშირებით საელჩოს შენობის თავზე შვეიცარიის დროშა დაეშვება“, – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ.
„ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატოსგან. ფიქრებით დაზარალებულებთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – დაწერა კოლომინამ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ეროვნული გლოვის ამ დღეს ჩემი გული მიმართულია შოვის მოსახლეობისადმი, რადგან ჩვენ ყველა ვაგრძელებთ დაღუპულთა გლოვას. ფიქრებით მსხვერპლთა და დაკარგულთა ოჯახებთან ვარ. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთელი გუნდი და მე მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს“, – დაწერა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.