ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახალი წელი მიულოცა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმარკ რუტე
მარკ რუტე - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2024
გამოწერა
ბოლო დრომდე დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა უგულებელყოფდა საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი წელი ოფიციალური წერილით მიულოცა.
ბოლო დრომდე დასავლელი პოლიტიკოსების უმეტესობა უგულებელჰყოფდა საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამან ოპოზიციას იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ დასავლეთმა არ აღიარა არჩევნები და ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გამოგზავნილი ოფიციალური წერილი, რომელშიც რუტე კობახიძეს საუკეთესო სურვილებით ულოცავს ახალ წელს და ბედნიერ და წარმატებულ წელს უსურვებს, ხელმოწერილია შემდეგნაირად: „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს“.
საქართველო და ნატო
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.
ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არასდროს დასახელებულა.
რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამ ალიანსის გაზრდის მისი საზღვრებისკენ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებას არ ამყარებს.
ყველა ახალი ამბავი
0