სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. მოქცეულია მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის. ამჟამად სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მასში შედის აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ფოთი. მთავარი ქალაქია ზუგდიდი. სამეგრელოში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ამჟამად უდიდესი სამრეწველო ობიექტია ენგურჰესი. სამეგრელოში ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია საკულტო ნაგებობები, ეკლესია-მონასტრები, თავდაცვითი თუ სამეურნეო ნაგებობები. აღსანიშნავია მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ცაიშის მონასტერი, დადიანების სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, თამაკონის ციხე, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია, ტყვირის მაცხოვრის ეკლესია, ტურისტების საყვარელი ადგილია ოკაცეს კანიონი.
ახალი ამბები სამეგრელოს შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.