https://sputnik-georgia.com/20260501/samegrelosi-xetyis-ukanono-mopovebis-faqtebi-gamoavlines-298390926.html
სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
2026 წლის პირველ სამ თვეში სამეგრელოში ხეტყის უკანონო ჭრის 90-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა 01.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-01T15:35+0400
2026-05-01T15:35+0400
2026-05-01T15:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/50/237175037_1:0:998:561_1920x0_80_0_0_0b71ef9ecdeec549f13a18fcd855c53d.jpg
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 37 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი). ხე-ტყის უკანონო მოპოვების მეორე ფაქტიც სოფელ ფოცხოში დაფიქსირდა. ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული 62 ერთეული მორი. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23717/50/237175037_126:0:874:561_1920x0_80_0_0_011253ac4f51b767bcd0b6122fc20642.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
2026 წლის პირველ სამ თვეში სამეგრელოში ხეტყის უკანონო ჭრის 90-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 37 ერთეული მრგვალი ხეტყე (მორი). ხე-ტყის უკანონო მოპოვების მეორე ფაქტიც სოფელ ფოცხოში დაფიქსირდა.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული 62 ერთეული მორი.
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.