ბანკში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა: აბაშაში ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით სამეგრელოში ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა დღეს, 3 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0