სასამართლომ ცეკვის პედაგოგს მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ 59 წლის ცეკვის პედაგოგს მამუკა მესხიშვილს 13 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროების საქმეზე 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
შემთხვევა სენაკში მარტში მოხდა. არასრულწლოვანის ნათესავის მტკიცებით, მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით შეიყვანა და სექსუალურად შეავიწროვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0