სამეგრელოში ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი ნახეს

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.
ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0