https://sputnik-georgia.com/20260529/devnili-ojaxebistvis-zugdidsi-7-korpusi-sendeba-298898581.html
დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება
დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება
Sputnik საქართველო
ზუგდიდის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ სამ ქალაქში – თბილისში, ბორჯომსა და რუსთავში შენდება. 29.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-29T09:36+0400
2026-05-29T09:36+0400
2026-05-29T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება 7 კორპუსი, სადაც 1.700-ზე მეტი დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს.„სამუშაოები უპრეცედენტოდ მაღალი ტემპითა და მასშტაბით მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტი კი, ზუგდიდის პარალელურად, თბილისში, რუსთავსა და ბორჯომშიც აქტიურად ხორციელდება“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.უწყების განცხადებით, საცხოვრებელი ფართების მშენებლობის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომფორტული გარე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას – კომპლექსის ეზოში მოეწყობა სპორტული სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და ღია სავარჯიშო სივრცეები.ზუგდიდის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ სამ ქალაქში – თბილისში, ბორჯომსა და რუსთავში შენდება.საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.2025 წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში განსახლდა.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში
დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება
ზუგდიდის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ სამ ქალაქში – თბილისში, ბორჯომსა და რუსთავში შენდება.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება 7 კორპუსი, სადაც 1.700-ზე მეტი დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს.
„სამუშაოები უპრეცედენტოდ მაღალი ტემპითა და მასშტაბით მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტი კი, ზუგდიდის პარალელურად, თბილისში, რუსთავსა და ბორჯომშიც აქტიურად ხორციელდება“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების განცხადებით, საცხოვრებელი ფართების მშენებლობის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომფორტული გარე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას – კომპლექსის ეზოში მოეწყობა სპორტული სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და ღია სავარჯიშო სივრცეები.
ზუგდიდის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ სამ ქალაქში – თბილისში, ბორჯომსა და რუსთავში შენდება.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
2025 წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში განსახლდა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.