ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა ზუგდიდში
სასწრაფო დახმარების მანქანა ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2026
გამოწერა
აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ახლოს მდებარე შენობები.
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. ზუგდიდში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
ისინი საავადმყოფოში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ახლოს მდებარე შენობები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება დღეს დაახლოებით 16 საათზე მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0