ინტიმური ფოტოები მოიპოვა და სოციალურ ქსელში გაავრცელა - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით გაავრცელა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს
ყველა ახალი ამბავი
0