სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

© Depositphotos.com / Franszქათმის ხორცი
ქათმის ხორცი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2026
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფიზიკური პირი სენაკში, რუსთაველის ქ. N180-ში კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე ფრინველებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა.
გარდა ამისა, მეწარმე სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0