იაპონია, იაპონიის სახელმწიფო არის კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. დედაქალაქია ტოკიო. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას, რუსეთის ფედერაციას. ქვეყნის სახელწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც მზის სამშობლო. იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. აქვს ოთხი დიდი კუნძული: ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ. კუნძულების უმრავლესობას მთიანი რელიეფი აქვს და მრავალი ვულკანი. მოსახლეობის რაოდენობით იაპონიას მეათე ადგილი უკავია მსოფლიოში. იაპონია მსოფლიოში ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა. არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი. იაპონია შედგება 47 პრეფექტურისგან. თითოეული პრეფექტურა, თავის მხრივ, იყოფა დიდ ქალაქებად, ქალაქებად და სოფლებად. იაპონია უძველესი კულტურის ქვეყანაა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში შედის 19 იაპონური ძეგლი, აქედან 15 კულტურული მნიშვნელობისაა.

გაეცანით სიახლეებს იაპონიის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0