https://sputnik-georgia.com/20250616/iaponia-mzadaa-saqartvelostan-tanamshromloba-gaapartoos-293783909.html
იაპონია მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობა გააფართოვოს
იაპონია მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობა გააფართოვოს
Sputnik საქართველო
საქართველო დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ფინანსური რესურსებით, რომელთა მიწოდებაც იაპონიას შეუძლია. 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T20:38+0400
2025-06-16T20:38+0400
2025-06-16T20:38+0400
საქართველო
იაპონია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/10/293781322_0:3:1269:717_1920x0_80_0_0_d2ecdf587aeb4b487211284a24343abe.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. იაპონური მხარე მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის გამოცდილების გაცვლის, ცოდნის, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის სფეროებში, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილსა და იაპონიის ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შორის შეხვედრა თბილისში გაიმართა.იაპონელი დიპლომატის თქმით, იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია. სონღულაშვილმა ორი ქვეყნის ერთობლივ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ პროცესში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჩართულობის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ იაპონელების გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ასევე უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩაის წარმოების მიმართულებით მხარდაჭერის საკითხზე, რაც ფერმერებსა და მწარმოებლებს პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. მინისტრი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მასზე მოთხოვნის ზრდის საკითხსაც შეეხო.საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/10/293781322_155:0:1115:720_1920x0_80_0_0_5a7c4a637801346f2be6d0936252a4a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იაპონია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, იაპონია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
იაპონია მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობა გააფართოვოს
საქართველო დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ფინანსური რესურსებით, რომელთა მიწოდებაც იაპონიას შეუძლია.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. იაპონური მხარე მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის გამოცდილების გაცვლის, ცოდნის, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის სფეროებში, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილსა და იაპონიის ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შორის შეხვედრა თბილისში გაიმართა.
იაპონელი დიპლომატის თქმით, იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია. სონღულაშვილმა ორი ქვეყნის ერთობლივ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ პროცესში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჩართულობის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ იაპონელების გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ასევე უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩაის წარმოების მიმართულებით მხარდაჭერის საკითხზე, რაც ფერმერებსა და მწარმოებლებს პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. მინისტრი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მასზე მოთხოვნის ზრდის საკითხსაც შეეხო.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში.