https://sputnik-georgia.com/20250707/brics-trampi-cineti-294079827.html
ჩინეთმა ტრამპის BRICS-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ განცხადებას უპასუხა
ჩინეთმა ტრამპის BRICS-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ განცხადებას უპასუხა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ბრიქსი არ მონაწილეობს ბლოკურ კონფრონტაციაში და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა... 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T17:18+0400
2025-07-07T17:18+0400
2025-07-07T17:18+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
brics
ჩინეთი
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/07/294079652_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_8a2366ea50df97623c47d238dbed3763.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ბრიქსი არ მონაწილეობს ბლოკურ კონფრონტაციაში და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა.ეს კომენტარი მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს, დამატებით 10%-იან სავაჭრო ბაჟს დაუწესებს.რაც შეეხება გადასახადების დაწესებას, მაო ნინის განმარტებით, ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სავაჭრო და სატარიფო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ხოლო პროტექციონიზმი — ეს არის გზა არსაითკენ.BRICS-ის სამიტი 6-7 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში ტარდება. 2024 წლიდან BRICS-ი, დამფუძნებელი ქვეყნების გარდა, მოიცავს ეგვიპტეს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ეთიოპიას, ირანს. ხოლო 2025 წლის იანვრიდან ასევე ინდონეზიას. პარტნიორების სტატუსით ბლოკთან თანამშრომლობენ: ბელორუსი, ბოლივია, კუბა, ყაზახეთი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.
ჩინეთი
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/07/294079652_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_3a8df2d47e7e471707127b4a486cf1e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, brics , ჩინეთი, იაპონია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, brics , ჩინეთი, იაპონია
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ბრიქსი არ მონაწილეობს ბლოკურ კონფრონტაციაში და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა.
ეს კომენტარი მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიქსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს, დამატებით 10%-იან სავაჭრო ბაჟს დაუწესებს.
„BRICS-ის მექანიზმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის. ის მხარს უჭერს ღიაობას, ინკლუზიორობასა და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას, არ მონაწილეობს ბლოკურ კონფრონტაციაში და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“, — თქვა ჩინელმა დიპლომატმა.
რაც შეეხება გადასახადების დაწესებას, მაო ნინის განმარტებით, ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სავაჭრო და სატარიფო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ხოლო პროტექციონიზმი — ეს არის გზა არსაითკენ.
BRICS-ის სამიტი 6-7 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში ტარდება. 2024 წლიდან BRICS-ი, დამფუძნებელი ქვეყნების გარდა, მოიცავს ეგვიპტეს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ეთიოპიას, ირანს. ხოლო 2025 წლის იანვრიდან ასევე ინდონეზიას. პარტნიორების სტატუსით ბლოკთან თანამშრომლობენ: ბელორუსი, ბოლივია, კუბა, ყაზახეთი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.