https://sputnik-georgia.com/20260815/kurilis-kunzulebze-gancxadebebit-iaponia-urtiertobebs-amwvavebs-karasini-300134574.html
კურილის კუნძულებზე განცხადებებით იაპონია ურთიერთობებს ამწვავებს - კარასინი
კურილის კუნძულებზე განცხადებებით იაპონია ურთიერთობებს ამწვავებს - კარასინი
Sputnik საქართველო
იაპონელები აგრძელებენ ამ საკითხის წამოწევას, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ამწვავებს ურთიერთობებს და არანაირ სარგებელს არ მოიტანს, განაცხადა კარასინმა 15.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-15T17:16+0400
2026-08-15T17:16+0400
2026-08-15T17:16+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
იაპონია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/53/247375313_0:148:3114:1900_1920x0_80_0_0_6865e8c0902d0bd1bed1a315190207cb.jpg
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. იაპონია აგრძელებს კურილის კუნძულების საკითხის წამოწევას, თუმცა ეს მხოლოდ ამწვავებს ურთიერთობებს და არანაირი სარგებლის მომტანი არ არის, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადრე სახალინის ოლქში ჩავიდა. ხუთშაბათს პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა რეგიონის გუბერნატორ ვალერი ლიმარენკოსთან და იტურუპის კუნძულზე რამდენიმე საციალური ობიექტი დაათვალიერა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით პროტესტი გამოთქვა პუტინის იტურუპზე ვიზიტის გამო, რომელსაც ტოკიო საკუთარ კუნძულად მიიჩნევს, სამხრეთ კურილის კუნძულების სამ სხვა კუნძულთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ეს კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ს ნაწილი გახდა და მოსკოვის თვალსაზრისით მათზე რუსეთის სუვერენიტეტი უდავოა.„იაპონელები აგრძელებენ ამ საკითხის წამოწევას, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ამწვავებს ურთიერთობებს და არანაირ სარგებელს არ მოიტანს. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და მივაწოდეთ განმარტებები“, - განუცხადა კარასინმა aif.ru-ს.ამასობაში, სენატორის თქმით, იაპონური მხარე ყოველთვის ცდილობდა „თამაშის გამწვავებას“ იმ იმედით, რომ კურილის კუნძულების საკუთრებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნებოდა. კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის კურილის კუნძულების საკუთრება დებატების საგანი არ არის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტები, სადაც კურილის კუნძულები საბჭოთა კავშირის ნაწილად იყო აღიარებული.„რუსეთი დიდი ხანია ეყრდნობა დებულებას, რომ კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორიის ნაწილია. მანამდე ისინი საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდნენ“, - დაასკვნა კარასინმა.ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით იაპონიის რეაქციის კომენტირებისას განაცხადა, რომ იაპონიის ხელმძღვანელობის თავდასხმები, რომელიც კვლავ რევიზიონისტული ნარატივებით არის შეპყრობილი, ოფიციალური ტოკიოს პოზიციის ახლომხედველობაზე მეტყველებს, ხოლო ხელისუფლების არამეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/53/247375313_193:0:2922:2047_1920x0_80_0_0_cf258fdb1eb016392cec91de398891b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
კურილის კუნძულებზე განცხადებებით იაპონია ურთიერთობებს ამწვავებს - კარასინი
იაპონელები აგრძელებენ ამ საკითხის წამოწევას, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ამწვავებს ურთიერთობებს და არანაირ სარგებელს არ მოიტანს, განაცხადა კარასინმა
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. იაპონია აგრძელებს კურილის კუნძულების საკითხის წამოწევას, თუმცა ეს მხოლოდ ამწვავებს ურთიერთობებს და არანაირი სარგებლის მომტანი არ არის, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადრე სახალინის ოლქში ჩავიდა. ხუთშაბათს პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა რეგიონის გუბერნატორ ვალერი ლიმარენკოსთან და იტურუპის კუნძულზე რამდენიმე საციალური ობიექტი დაათვალიერა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით პროტესტი გამოთქვა პუტინის იტურუპზე ვიზიტის გამო, რომელსაც ტოკიო საკუთარ კუნძულად მიიჩნევს, სამხრეთ კურილის კუნძულების სამ სხვა კუნძულთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ეს კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ს ნაწილი გახდა და მოსკოვის თვალსაზრისით მათზე რუსეთის სუვერენიტეტი უდავოა.
„იაპონელები აგრძელებენ ამ საკითხის წამოწევას, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ამწვავებს ურთიერთობებს და არანაირ სარგებელს არ მოიტანს. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შესაბამისი განცხადებები და მივაწოდეთ განმარტებები“, - განუცხადა კარასინმა aif.ru-ს.
ამასობაში, სენატორის თქმით, იაპონური მხარე ყოველთვის ცდილობდა „თამაშის გამწვავებას“ იმ იმედით, რომ კურილის კუნძულების საკუთრებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნებოდა. კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის კურილის კუნძულების საკუთრება დებატების საგანი არ არის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტები, სადაც კურილის კუნძულები საბჭოთა კავშირის ნაწილად იყო აღიარებული.
„რუსეთი დიდი ხანია ეყრდნობა დებულებას, რომ კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორიის ნაწილია. მანამდე ისინი საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდნენ“, - დაასკვნა კარასინმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით იაპონიის რეაქციის კომენტირებისას განაცხადა, რომ იაპონიის ხელმძღვანელობის თავდასხმები, რომელიც კვლავ რევიზიონისტული ნარატივებით არის შეპყრობილი, ოფიციალური ტოკიოს პოზიციის ახლომხედველობაზე მეტყველებს, ხოლო ხელისუფლების არამეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.