https://sputnik-georgia.com/20250710/tavisufali-vawroba-da-pirdapiri-aviareisebi-ras-gegmaven-saqartvelo-da-iaponia-294115042.html
თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ავიარეისები - რას გეგმავენ საქართველო და იაპონია
თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ავიარეისები - რას გეგმავენ საქართველო და იაპონია
Sputnik საქართველო
საქართველოს მხარემ იაპონიას გადასცა შეთანხმების პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 10.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-10T22:05+0400
2025-07-10T22:05+0400
2025-07-10T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0a/294110449_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_b22464886ab1aa0c6ad62196ee336ce7.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, შეთანხმება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების გახსნა და სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის შექმნის მნიშვნელობა - ეს და სხვა საკითხები განიხილა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა იაპონიის ელჩთან, იტყობინება საქართველოს ეკონომიკური უწყების პრესსამსახური.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები.საქართველოს მხარემ იაპონიის შესაბამის უწყებას უკვე გადასცა შეთანხმების პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.აღინიშნა დადებითი ტენდენციები ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებში, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. საქართველომ და იაპონიამ 2022 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებას და ერთობლივი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას, რომელიც იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში წაახალისებს.ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ინვესტიციების და სხვა სექტორებში.შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. ასევე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე.მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ დახმარებისთვის, რომელსაც იაპონია უწევს საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე.საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში.ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 10,3%-ით შემცირდა და 560,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0a/294110449_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_4165c1d52b9def9ab0237eedcd4f62a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იაპონია
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იაპონია
თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ავიარეისები - რას გეგმავენ საქართველო და იაპონია
საქართველოს მხარემ იაპონიას გადასცა შეთანხმების პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, შეთანხმება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების გახსნა და სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის შექმნის მნიშვნელობა - ეს და სხვა საკითხები განიხილა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა იაპონიის ელჩთან, იტყობინება საქართველოს ეკონომიკური უწყების პრესსამსახური.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები.
საქართველოს მხარემ იაპონიის შესაბამის უწყებას უკვე გადასცა შეთანხმების პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
„ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური საკითხების განხილვის ქმედითი პლატფორმის არსებობის მნიშვნელობას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სახით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა საქართველოსა და იაპონიას შორის ყველა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნა დადებითი ტენდენციები ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებში, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. საქართველომ და იაპონიამ 2022 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებას და ერთობლივი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას, რომელიც იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში წაახალისებს.
ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ინვესტიციების და სხვა სექტორებში.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. ასევე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე.
მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ დახმარებისთვის, რომელსაც იაპონია უწევს საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში.
ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 10,3%-ით შემცირდა და 560,3 მილიონი დოლარი შეადგინა.