https://sputnik-georgia.com/20250616/saqartvelo-gvinis-propesionalebma-moinaxules-293774446.html
საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია. 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T13:56+0400
2025-06-16T13:56+0400
2025-06-16T13:56+0400
საქართველო
იაპონია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107912_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_192f7d78c1f2b5d163616d0bcbee0272.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში იაპონელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში სტუმრები იმერეთსა და რაჭაში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები გასინჯეს.საქართველოში ვიზიტის დროს კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2025-ის ფარგლებში გამართული მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურს Georgia International Wine Award-ის ჟიურის წევრიც იყო. იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan, Wine and Gourmet Japan, RAW Eine Tokyo. ასევე ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში. უწყებაში აღსანიშნავენ, რომ იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმაოდგენს, სადაც 1 ლიტრი ქართული ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107912_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_1baa5f4a6020771cb7246471cb2d03b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იაპონია , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, იაპონია , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში იაპონელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში სტუმრები იმერეთსა და რაჭაში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები გასინჯეს.
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება, რაც მართლაც შთამბეჭდავია. გასულ წლებში, რამდენჯერმე ვიმოგზაურე კახეთში, იმერეთს უკვე მეორედ ვეწვიე და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: რა არის ახალი? რა დარჩა აღმოსაჩენი? აღმოჩენები მართლაც ბევრია ჩემთვის“, -აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.
საქართველოში ვიზიტის დროს კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2025-ის ფარგლებში გამართული მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურს Georgia International Wine Award-ის ჟიურის წევრიც იყო.
იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan, Wine and Gourmet Japan, RAW Eine Tokyo. ასევე ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
უწყებაში აღსანიშნავენ, რომ იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმაოდგენს, სადაც 1 ლიტრი ქართული ღვინის ფასი 6 დოლარს აღემატება.