https://sputnik-georgia.com/20260409/iaponiis-qalaq-sendaisi-qartul-rvinos-gaecnen-298034070.html
იაპონიის ქალაქ სენდაიში ქართულ ღვინოს გაეცნენ
იაპონიის ქალაქ სენდაიში ქართულ ღვინოს გაეცნენ
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. "Road Show" იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილის პერიოდში იმართება. 09.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-09T18:08+0400
2026-04-09T18:08+0400
2026-04-09T19:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24200/89/242008972_0:130:1080:738_1920x0_80_0_0_0dca7a5cf52003bb9aea1004e7cd5693.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. იაპონიაში, მიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, სენდაიში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სენდაიში ქართული კომპანიების პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით წარსდგა. სენდაიში ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ. ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. Road Show იაპონიის ქალაქებში (საპორო, სენდაი და ტოკიო) 7-13 აპრილის პერიოდში იმართება. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. შესაბამისად, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24200/89/242008972_0:29:1080:839_1920x0_80_0_0_86370304ac651454386cfa769eee361d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
იაპონიის ქალაქ სენდაიში ქართულ ღვინოს გაეცნენ
18:08 09.04.2026 (განახლებულია: 19:58 09.04.2026) ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. "Road Show" იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილის პერიოდში იმართება.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. იაპონიაში, მიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, სენდაიში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სენდაიში ქართული კომპანიების პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით წარსდგა.
სენდაიში ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ.
ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. Road Show იაპონიის ქალაქებში (საპორო, სენდაი და ტოკიო) 7-13 აპრილის პერიოდში იმართება.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. შესაბამისად, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.