https://sputnik-georgia.com/20251006/medicinis-dargshi-nobelis-premiis-laureatebi-cnobilia-295271921.html
მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია
მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია
Sputnik საქართველო
მედიცინის დარგში 2025 წლის ნობელის პრემია ორ ამერიკელ მეცნიერს და იაპონიის წარმომადგენელს მიენიჭათ. 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T21:35+0400
2025-10-06T21:35+0400
2025-10-06T21:35+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
აშშ
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/35/237573561_0:102:2048:1254_1920x0_80_0_0_08a5ed6f55092c8a4d4ff53b21782258.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში იმუნური სისტემის რეგულაციის ერთ-ერთი მექანიზმის მკვლევრებს - მერი ბრანკოვს, ფრედ რამსდელს და შიმონ საკაგუშის მიენიჭათ. აღნიშნული პირებისთვის პრემიის მინიჭების შესახებ ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში ორშაბათს გამოაცხადა.გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებს პრემია ეგრეთ წოდებული პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის სფეროში კვლევისთვის გადაეცათ. საუბარია იმუნური სისტემის თვისებაზე, არ ჰქონდეს რეაგირება პოტენციურ გამაღიზიანებლებზე მაშინ, როდესაც ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ - მაგალითად, ორგანიზმის საკუთარ ანტისხეულებზე.ეს ტოლერანტობა დიდწილად ორგანიზმის განვითარების ადრეულ ეტაპზე ფორმირდება. პრემიის ლაურეატებმა აღმოაჩინეს, რომ იმუნური სისტემის რეგულაცია ამით არ სრულდება და პროცესები ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება.პრემიის თანხა 11 მლნ შვედურ კრონას შეადგენს, რომელიც ლაურეატებს შორის გადანაწილდება.2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში 7 ოქტომბერს, ქიმიაში — 8 ოქტომბერს, ლიტერატურაში — 9 ოქტომბერს, ხოლო ეკონომიკაში 13 ოქტომბერს დასახელდებიან. რაც შეეხება ნობელის მშვიდობის პრემიის მომდევნო ლაურეატს, მისი ვინაობა 10 ოქტომბერს გაირკვევა.ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 1901 წლიდან გაიცემა. პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მედიცინაში კანადელი ფრედერიკ ბანტინგია. ის 1923 წელს დააჯილდოვეს, როდესაც 32 წლის იყო. ყველაზე ასაკოვანი ლაურეატი კი 87 წლის პეიტონ როუზი იყო. ის „ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის" დააჯილდოვეს 1966 წელს.
აშშ
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/35/237573561_120:0:1928:1356_1920x0_80_0_0_479a0196a832829fb4cf626887a4723c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, აშშ , იაპონია
მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, აშშ , იაპონია
მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია
მედიცინის დარგში 2025 წლის ნობელის პრემია ორ ამერიკელ მეცნიერს და იაპონიის წარმომადგენელს მიენიჭათ.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში იმუნური სისტემის რეგულაციის ერთ-ერთი მექანიზმის მკვლევრებს - მერი ბრანკოვს, ფრედ რამსდელს და შიმონ საკაგუშის მიენიჭათ.
აღნიშნული პირებისთვის პრემიის მინიჭების შესახებ ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში ორშაბათს გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებს პრემია ეგრეთ წოდებული პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის სფეროში კვლევისთვის გადაეცათ. საუბარია იმუნური სისტემის თვისებაზე, არ ჰქონდეს რეაგირება პოტენციურ გამაღიზიანებლებზე მაშინ, როდესაც ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ - მაგალითად, ორგანიზმის საკუთარ ანტისხეულებზე.
ეს ტოლერანტობა დიდწილად ორგანიზმის განვითარების ადრეულ ეტაპზე ფორმირდება. პრემიის ლაურეატებმა აღმოაჩინეს, რომ იმუნური სისტემის რეგულაცია ამით არ სრულდება და პროცესები ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება.
პრემიის თანხა 11 მლნ შვედურ კრონას შეადგენს, რომელიც ლაურეატებს შორის გადანაწილდება.
2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში 7 ოქტომბერს, ქიმიაში — 8 ოქტომბერს, ლიტერატურაში — 9 ოქტომბერს, ხოლო ეკონომიკაში 13 ოქტომბერს დასახელდებიან. რაც შეეხება ნობელის მშვიდობის პრემიის მომდევნო ლაურეატს, მისი ვინაობა 10 ოქტომბერს გაირკვევა.
ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 1901 წლიდან გაიცემა. პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მედიცინაში კანადელი ფრედერიკ ბანტინგია. ის 1923 წელს დააჯილდოვეს, როდესაც 32 წლის იყო. ყველაზე ასაკოვანი ლაურეატი კი 87 წლის პეიტონ როუზი იყო. ის „ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის" დააჯილდოვეს 1966 წელს.