https://sputnik-georgia.com/20260904/saqartvelom-da-iaponiam-gacifrulebis-sferosi-tanamsromlobis-memorandumi-gaaformes-300439914.html
საქართველომ და იაპონიამ გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველომ და იაპონიამ გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Sputnik საქართველო
შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის გაციფრულების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციებისსფეროში მჭიდრო თანამშრომლობას. 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T17:33+0400
2026-09-04T17:33+0400
2026-09-04T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/04/300435204_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_487c1df248b860e4aea394eb08f80a23.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დოკუმენტს ხელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ მოაწერეს.„საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანაში თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, ასევე ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას“, - განაცხადა იოსელიანმა.როგორც მან აღნიშნა, იაპონიას მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც ციფრული მმართველობის, ისე მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით.უწყების ცნობით, განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, პროექტები და აქტივობები, რომლებზეც მხარეები იმუშავებენ. ეს მოიცავს გამოცდილების გაზიარებასა და ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/04/300435204_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_1169b05285950598bd2731fa28ad85fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველომ და იაპონიამ გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის გაციფრულების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციებისსფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ მოაწერეს.
„საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანაში თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, ასევე ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას“, - განაცხადა იოსელიანმა.
როგორც მან აღნიშნა, იაპონიას მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც ციფრული მმართველობის, ისე მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით.
უწყების ცნობით, განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, პროექტები და აქტივობები, რომლებზეც მხარეები იმუშავებენ. ეს მოიცავს გამოცდილების გაზიარებასა და ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.