https://sputnik-georgia.com/20260813/rva-atasi-wlis-istoria-qartuli-rvino-da-samzareulo-tokios-ipyrobs-300093487.html
რვა ათასი წლის ისტორია: ქართული ღვინო და სამზარეულო ტოკიოს იპყრობს
რვა ათასი წლის ისტორია: ქართული ღვინო და სამზარეულო ტოკიოს იპყრობს
Sputnik საქართველო
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს 13.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-13T09:39+0400
2026-08-13T09:39+0400
2026-08-13T09:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_605253b68a55073bdd6cfcb9f51ecf10.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ტოკიოს აოიამას ფერმერულ მარკეტში 20-მდე ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს კერძები წარადგინეს, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენის მიზანს იაპონელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის, ვაზის მრავალფეროვნებისა და მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორიის გაცნობა წარმოადგენდა.აოიამას ფერმერული მარკეტი ტოკიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფერმერული ბაზარია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციაზეა ორიენტირებული. მას ღვინის მომხმარებლებთან ერთად HoReCa სექტორის წარმომადგენლები და შეფ-მზარეულებიც სტუმრობენ.ღონისძიება, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთი კორეა და იაპონია.საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2055:1541_1920x0_80_0_0_91a229ca5351c8ce48dc9c9d8a4763c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, იაპონია
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, იაპონია
რვა ათასი წლის ისტორია: ქართული ღვინო და სამზარეულო ტოკიოს იპყრობს
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ტოკიოს აოიამას ფერმერულ მარკეტში 20-მდე ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს კერძები წარადგინეს, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენის მიზანს იაპონელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის, ვაზის მრავალფეროვნებისა და მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორიის გაცნობა წარმოადგენდა.
„ტოკიოს აოიამას ფერმერულ მარკეტში (Aoyama Farmers’ Market), სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს გაცნობისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინო, ასევე, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს კერძები“, - ნათქვამია განცხადებაში.
აოიამას ფერმერული მარკეტი ტოკიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფერმერული ბაზარია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციაზეა ორიენტირებული. მას ღვინის მომხმარებლებთან ერთად HoReCa სექტორის წარმომადგენლები და შეფ-მზარეულებიც სტუმრობენ.
ღონისძიება, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთი კორეა და იაპონია.
საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.