ფიგურული ციგურაობა: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა

© Jurij Kodrun - International Skating Unionანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2025
გამოწერა
პირველ ადგილზე 126 ქულით აშშ-ის ნაკრები გავიდა, მეორე ადგილზე 110 ქულით იაპონია, მესამეზე კი 86 ქულით იტალია გავიდა.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ტოკიოში გამართულ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა 68 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.
17-20 აპრილს იაპონიის დედაქალაქი ფიგურულ სრიალში „მსოფლიო ნაკრების თასი 2025“-ს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა პრესტიჟულ ტურნირში World Team Trophy. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ექვსი ქვეყნის - აშშ, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, საქართველო - სპორტსმენები.
პირველ ადგილზე 126 ქულით აშშ-ის ნაკრები გავიდა, მეორე ადგილზე 110 ქულით იაპონია, მესამეზე კი 86 ქულით იტალია გავიდა.
ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია გუბანოვამ და ალინა ურუშაძემ მეოთხე და მე-12 ადგილები დაიკავეს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მესამე ადგილზე გავიდნენ, მოციგურავეებმა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა მე-9 და მე-12 ადგილები დაიკავეს, დიანა დევისისა და გლებ მეტელკინის წყვილი კი მეოთხე ადგილზე გავიდა.
„​მსოფლიო ნაკრების თასი“ (ISU World Team Trophy) ფიგურულ სრიალში საერთაშორისო გუნდური შეჯიბრებაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში ISU-ს (ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია) მსოფლიო რეიტინგში სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ექვსი საუკეთესო ქვეყანა მონაწილეობს.​
ყველა ახალი ამბავი
0