RAW Wine Tokyo: იაპონიაში ქართული მარნის ღვინოები წარადგინეს

© photo: Sputnik / Stringerღვინის გამოფენა
ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2025
გამოწერა
ქართული ღვინო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში RAW Wine Tokyo ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინო გამოფენაზე RAW Wine Tokyo ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინეს.
გამოფენაში მონაწილება მიიღეს ქართულმა მარნებმა - „ანდრიას ღვინო“, „ართანა ვაინსი“, „იორა“, „მანავი ვაინსი“, „გაბრიელი ვაინსი“.
უწყების ცნობით, გამოფენის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ.
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო მასშტაბურად პირველად 2014 წელს წარადგინეს. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.
იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0