ბათუმი ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქია 1878 წლიდან. ბათუმი საპორტო ქალაქი, მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. არის ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი. რკინიგზის გაყვანისა (1883) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ნავთობსადენთან მილით დაკავშირების (1897-1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. ბათუმი საქართველოს დიდი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები. ბათუმს 2007 წლიდან აქვს საერთაშორისო აეროპორტი. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ბათუმის ტერიტორია ადამიანმა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II-I ათასწლეულის მიჯნაზე აითვისა. ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. ქალაქის ღირსშესანიშნაობებია: აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და ბათუმის რივიერა და სხვა. ბათუმშია განთავსებული ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ახალი ამბები ბათუმის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0