პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა: დაკავებულია 2 პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს.
პოლიციამ ორივე მათგანი „ცხელ კვალზე" დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 9-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0