https://sputnik-georgia.com/20260907/batumi-sazgvao-porums-maspinzlobs-300468383.html
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი დღეს გაიხსნება
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი დღეს გაიხსნება
Sputnik საქართველო
საზღვაო და ლოჯისტიკურ საკითხებზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატს გააერთიანებს. 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T10:56+0400
2026-09-07T10:56+0400
2026-09-07T10:56+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24209/46/242094608_125:0:1794:939_1920x0_80_0_0_cc632636ea4e58e3d8e2d991eadaf9d6.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ((Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) 7–8 სექტემბერს გაიმართება - საზღვაო და ლოჯისტიკურ საკითხებზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატს გააერთიანებს.იოსელიანის განცხადებით, ფორუმზე საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ გეგმავს განავითაროს სატრანსპორტო სექტორი.GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.GIMF 2026 საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24209/46/242094608_334:0:1586:939_1920x0_80_0_0_e5066741e7907fac15cce442257f6eb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარა , ბათუმი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარა , ბათუმი
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი დღეს გაიხსნება
საზღვაო და ლოჯისტიკურ საკითხებზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატს გააერთიანებს.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ((Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) 7–8 სექტემბერს გაიმართება - საზღვაო და ლოჯისტიკურ საკითხებზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატს გააერთიანებს.
იოსელიანის განცხადებით, ფორუმზე საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ გეგმავს განავითაროს სატრანსპორტო სექტორი.
„ამ მიმართულებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორი, როგორ უნდა გავიმყაროთ ჩვენი როლი შუა დერეფნის კონტექსტში და ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა იოსელიანმა.
GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.
GIMF 2026 საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.