ბათუმში ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerშავი ზღვა. შტორმი
შავი ზღვა. შტორმი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული საქართველოს მოქალაქეა
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. აჭარაში მეორე დღეა ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ, იუწყება „ტვ პირველი“.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლში მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულის საპოვნელად სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული საქართველოს მოქალაქეა. ქალი 29 აგვისტოს ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც ნაპირზე აღარ დაბრუნებულა. მისი ძებნა იმავე დღეს დაიწყო და ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0