ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. სამართალდამცველებმა ის ადგილზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0