ბათუმში, ზღვაში ერთმანეთს ორი კატერი შეეჯახა - არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringerნავები და კატერები შავ ზღვაზე, მდინარე სუფსა
ნავები და კატერები შავ ზღვაზე, მდინარე სუფსა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში, ზღვაში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი, იუწყება ქართული მედია.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0