https://sputnik-georgia.com/20260904/-gemofest---------300431812.html
აჭარა Gemofest-ს უმასპინძლებს - ბათუმში გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება
აჭარა Gemofest-ს უმასპინძლებს - ბათუმში გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და... 04.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-04T09:37+0400
2026-09-04T09:37+0400
2026-09-04T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986800_0:308:3000:1996_1920x0_80_0_0_25ea8e39f90e680982527a1bc6abb69a.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. 5 და 6 სექტემბერს ბათუმი აჭარული გემოებისა და კულინარიული ტრადიციების მრავალფეროვან ფესტივალს უმასპინძლებს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.„გემოფესტი” ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან გაიმართება."გემოფესტი" ორივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 16 მონაწილე, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები."გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, 2026 წლის "გემოფესტი" აჭარის ფესტივალით დაიხურება."ამჯერად, "გემო" აჭარას ესტუმრება, პირველად, აჭარის რეგიონში მრავალფეროვანი, აჭარული გასტრონომიით. ეს იქნება მთის თუ ბარის აჭარული გემოები. "გემოფესტი" წელს მეხუთედ ტარდება, ეს იქნება ფინალური "გემოფესტი" 2026 წელს", - განაცხადა მაია ომიაძემ.შეფ მზარეულის, მიშა ავსაჯანიშვილის თქმით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდებათ მრავალფეროვანი აჭარული კერძები, მათ შორის სტრიტფუდის ფორმატის."ამ წლის ბოლოს, გემოფესტი უკვე აჭარაშია, თუმცა პირველად, რაც იმას ნიშნავს, რომ გელოდებათ ფანტასტიური აჭარული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები, "სთრით ფუდად" გადაკეთებული აჭარული კერძები", - განაცხადა მიშა ავსაჯანიშვილმა.ღონისძიებაზე სტუმრებს მთელი აჭარიდან 20-მდე ადგილობრივი მასპინძელი დახვდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც.ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ. 5 სექტემბერს, 21:00 საათზე, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი.ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ "გემოფესტის" მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებაა.ფესტივალი ტარდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986800_339:0:3000:1996_1920x0_80_0_0_74b3031826c3e7f10ac493f46c782826.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
აჭარა Gemofest-ს უმასპინძლებს - ბათუმში გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება
"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. 5 და 6 სექტემბერს ბათუმი აჭარული გემოებისა და კულინარიული ტრადიციების მრავალფეროვან ფესტივალს უმასპინძლებს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
„გემოფესტი” ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან გაიმართება.
"გემოფესტი" ორივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 16 მონაწილე, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.
"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, 2026 წლის "გემოფესტი" აჭარის ფესტივალით დაიხურება.
"ამჯერად, "გემო" აჭარას ესტუმრება, პირველად, აჭარის რეგიონში მრავალფეროვანი, აჭარული გასტრონომიით. ეს იქნება მთის თუ ბარის აჭარული გემოები. "გემოფესტი" წელს მეხუთედ ტარდება, ეს იქნება ფინალური "გემოფესტი" 2026 წელს", - განაცხადა მაია ომიაძემ.
შეფ მზარეულის, მიშა ავსაჯანიშვილის თქმით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდებათ მრავალფეროვანი აჭარული კერძები, მათ შორის სტრიტფუდის ფორმატის.
"ამ წლის ბოლოს, გემოფესტი უკვე აჭარაშია, თუმცა პირველად, რაც იმას ნიშნავს, რომ გელოდებათ ფანტასტიური აჭარული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები, "სთრით ფუდად" გადაკეთებული აჭარული კერძები", - განაცხადა მიშა ავსაჯანიშვილმა.
ღონისძიებაზე სტუმრებს მთელი აჭარიდან 20-მდე ადგილობრივი მასპინძელი დახვდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც.
ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ. 5 სექტემბერს, 21:00 საათზე, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი.
ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ "გემოფესტის" მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებაა.
ფესტივალი ტარდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.