ვადაგასული პრეპარატები: სეს-მა ბათუმში ვეტკლინიკა დააჯარიმა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიფისო
ფისო - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ბათუმში, ინასარიძის ქუჩა N 16ა-ში მდებარე ვეტერინარულ კლინიკაში ,,ჯიდიემჯი" ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს.
ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.
ყველა ახალი ამბავი
0