ბათუმში კორპუსის მერვე სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ქართული მედია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მათივე თქმით, მცირეწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0