აფრიკა – დედამიწის ერთ–ერთი კონტინენტი. უჭირავს დედამიწის ზედაპირის 6 პროცენტი და ხმელეთის 20,4 პროცენტი. აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს არის გადაჭიმული და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. აფრიკას ეკვრის ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბრლატარის ვიწრო სრუტით, სუეცის არხით უკავშირდება აზიას. აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენი, ამირანტი, სეიშელი, მადეირა, მწვანე კონცხი, კანარი, სმინდა ელენე და სხვა. აფრიკას გეოგრაფიულად ყოფენ ჩრდილოეთ, დასავლეთ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკად. აფრიკის კონტინენტზე 54 სახელმწიფოა. აფრიკის სახელმწიფოებია: ბურუნდი, ჯიბუტი, ერიტრეა, ეთიოპია, რუანდა ტანზანია, ანგოლა, კამერუნი, ჩადი, კონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ალჟირი, ეგვიპტე, ლიბია, მაროკო, სუდანი, ტუნისი, ბოტსვანა, ლესოტო, ზიმბაბვე, ნამიბია, ბურკინა–ფასო, გვინეა, ნიგერია, ნიგერი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვა.
გაეცანით სიახლეებს აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან Sputnik-საქართველოს მეშვეობით.