https://sputnik-georgia.com/20250219/matvienko-brics-etiopia-292191039.html
მატვიენკო: დასავლეთს არ აქვს უფლება ეთიოპიაზე, რომელიც BRICS-ის წევრი გახდა
მატვიენკო: დასავლეთს არ აქვს უფლება ეთიოპიაზე, რომელიც BRICS-ის წევრი გახდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ეთიოპია მსოფლიოს გავლენიანი ქვეყანა ხდება და მისი „ბრიქსში“ გაწევრიანება შემთხვევითობა არ არის, განაცხადა რუსეთის ფედერაციის... 19.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-19T23:31+0400
2025-02-19T23:31+0400
2025-02-20T11:31+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
აფრიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/14/292190737_0:80:2173:1302_1920x0_80_0_0_85b1301dd668baabed89fb40c9b0d40c.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ეთიოპია მსოფლიოს გავლენიანი ქვეყანა ხდება და მისი „ბრიქსში“ გაწევრიანება შემთხვევითობა არ არის, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ Sputnik-თან ინტერვიუში.ამასთან რუსმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეთიოპია აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს ყველა საერთაშორისო საკითხში, და მკაფიოდ იცავს ამ პოზიციებს.მატვიენკომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს არანაირი განსაკუთრებული უფლება არ აქვს აფრიკაზე, რომელმაც თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი განვითარების გზა.ფედერაციის საბჭოს სპიკერმა მაღალი შეფასება მისცა ეთიოპიაში Sputnik-ის გახსნას და აღნიშნა, რომ ამას უზარმაზარი გავლენა ექნება აფრიკაზე, რომლის მოსახლეობასაც ობიექტური ინფორმაციის მოთხოვნილება აქვს.აღსანიშნავია, რომ მატვიენკოსთან ინტერვიუ კისელიოვმა სწორედ Sputnik- ის სტუდიაში ჩაიწერა, რომელიც ეთიოპიაში დღეს, 19 თებერვალს გახსნა.
აფრიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/14/292190737_164:0:2007:1382_1920x0_80_0_0_07eb0d952a21b88001c74c7226707427.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, აფრიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, აფრიკა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ეთიოპია მსოფლიოს გავლენიანი ქვეყანა ხდება და მისი „ბრიქსში“ გაწევრიანება შემთხვევითობა არ არის, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ Sputnik-თან ინტერვიუში.
„ეთიოპია სულ უფრო მეტად ხდება მსოფლიოს გავლენიანი და ავტორიტეტული ქვეყანა. შემთხვევითი არ არის, რომ ის BRICS-ის სრულფასოვანი წევრი გახდა. <...> ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, იყოს ლიდერი აფრიკის კონტინენტზე. ეს აფრიკის დიპლომატიური დედაქალაქია. აქაა განთავსებული აფრიკის კავშირის შტაბბინა“, — თქვა მატვიენკომ დმიტრი კისელიოვთან საუბრისას.
ამასთან რუსმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეთიოპია აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს ყველა საერთაშორისო საკითხში, და მკაფიოდ იცავს ამ პოზიციებს.
მატვიენკომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს არანაირი განსაკუთრებული უფლება არ აქვს აფრიკაზე, რომელმაც თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი განვითარების გზა.
ფედერაციის საბჭოს სპიკერმა მაღალი შეფასება მისცა ეთიოპიაში Sputnik-ის გახსნას და აღნიშნა, რომ ამას უზარმაზარი გავლენა ექნება აფრიკაზე, რომლის მოსახლეობასაც ობიექტური ინფორმაციის მოთხოვნილება აქვს.
„დღეს ჩვენ ნამდვილად ვფურცლავთ ახალ გვერდს არა მხოლოდ რუსულ-ეთიოპიურ თანამშრომლობაში, არამედ რუსულ-აფრიკულ თანამშრომლობაში. აფრიკელებს აქვთ მოთხოვნა ობიექტურ ინფორმაციაზე, ისინი ასე მარტივად არ ენდობიან ფეიკებს. და ისეთი ძლიერი საინფორმაციო რესურსის გაჩენა, როგორიცაა Sputnik-ის სარედაქციო ცენტრი, ვფიქრობ, დიდ გავლენას მოახდენს მთლიანად აფრიკაზე“, — თქვა მატვიენკომ.
აღსანიშნავია, რომ მატვიენკოსთან ინტერვიუ კისელიოვმა სწორედ Sputnik- ის სტუდიაში ჩაიწერა, რომელიც ეთიოპიაში დღეს, 19 თებერვალს გახსნა.