მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აფრიკის ქვეყნები პუტინთან მარცვლეულის გარიგების განახლებაზე ისაუბრებენ

© photo: Sputnik / Dmitry Makeev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2023
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აფრიკის ქვეყნები აპირებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მარცვლეულის შეთანხმების განახლების შესაძლებლობაზე იმსჯელონ, განაცხადა კომორის კუნძულების კავშირის პრეზიდენტმა, აფრიკის კავშირის თავმჯდომარემ აზალი ასუმანიმ.

„შედეგები მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით აფრიკის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. ასე რომ, დიახ, ეს საკითხი პრიორიტეტულად უნდა მივიჩნიოთ. <...> ვფიქრობ, მარცვლეულისა და სასუქების პრობლემა ყველას ეხება. ამაზე პეტერბურგში ვისაუბრებთ, განვიხილავთ [მარცვლეულის გარიგებას] პუტინთან, რათა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ შეთანხმების განახლება“, — განაცხადა მან „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ივარაუდა, რომ აფრიკის ლიდერები სამიტზე, რომელიც 27-28 ივლისს იმართება, რუსეთის პრეზიდენტს პასუხს მოსთხოვდნენ იმის თაობაზე, თუ ვინ მოაწყო მარცვლეულის კრიზისი, რითაც ყველაზე მეტად ღარიბი ქვეყნები დაზარალდნენ.
აღსანიშნავია, რომ 17 ივლისის შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის გარიგება შეაჩერა, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 20%-ით გაძვირდა.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0