მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას 2700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

© AP Photo / Al-hadji Kudra Maliroებოლას აფეთქება კონგოში
ებოლას აფეთქება კონგოში - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2026
გამოწერა
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ჯანმომ მოუწოდა მებრძოლ მხარეებს ექვსთვიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა სამედიცინო ჯგუფებს მოწყვლად მოსახლეობამდე მისვლის საშუალება ჰქონდეთ
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5.656-მდე გაიზარდა, გარდაცვალების 2.715 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (INSP) იუწყება.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 72 ახალი შემთხვევა, გარდაცვალების 18 შემთხვევა და გამოჯანმრთელების 30 შემთხვევა. ამგვარად, ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 5.656-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა - 2.715-მდე“, ნათქვამია INSP-ის ყოველდღიურ ანგარიშში.
წინა დღეს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ჯანმომ მოუწოდა მებრძოლ მხარეებს ექვსთვიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა სამედიცინო ჯგუფებს საშუალება ჰქონდეთ, მიაღწიონ მოწყვლად მოსახლეობამდე და ვირუსის გადადება შეაჩერონ. ეპიდემია ქვეყნის ექვს პროვინციაში კვლავ ვრცელდება.
ამჟამად, ებოლას ახალი შტამის, ბუნდიბუგიოს, არც ვაქცინა და არც მკურნალობა ოფიციალურად არ არის ლიცენზირებული. თუმცა, ლაბორატორიული მონაცემები მიუთითებს, რომ ჯანმო-ს მიერ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაგზავნილი ახალ ვაქცინა „ერვებოს“ შეუძლია გარკვეული დაცვა უზრუნველყოს.
ყველა ახალი ამბავი
0