https://sputnik-georgia.com/20230803/boreli-rusets-cinikur-politikasi-adanasaulebs-280814551.html
ბორელი: რუსეთი ქვეყნებს თავის მარცვლეულზე დამოკიდებულს ხდის
ბორელი: რუსეთი ქვეყნებს თავის მარცვლეულზე დამოკიდებულს ხდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსეთი იაფ მარცვლეულს იმიტომ გთავაზობთ, რომ ეკონომიკური მოწყვლადობისა და გლობალური სასურსათო არასტაბილურობის გაღრმავებით მასზე... 03.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-03T10:27+0400
2023-08-03T10:27+0400
2023-08-03T17:03+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მარცვლეულის გარიგება
აფრიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ევროკავშირი
ჯოზეფ ბორელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2936:1652_1920x0_80_0_0_08c35a5decae503c589afc5166a4148c.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსეთი იაფ მარცვლეულს იმიტომ გთავაზობთ, რომ ეკონომიკური მოწყვლადობისა და გლობალური სასურსათო არასტაბილურობის გაღრმავებით მასზე დამოკიდებული გაგხადოთ, გააფრთხილა განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებები ევროკავშირმა.ამის შესახებ იუწყება სააგენტო Reuters ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის წერილზე დაყრდნობით.ბორელმა ორშაბათს წერილობით მიმართა განვითარებად და G20-ის ქვეყნებს და მოუწოდა მათ, ისაუბრონ „მკაფიო და ერთიანი ხმით“, რათა შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების განახლებისკენ უბიძგონ მოსკოვს.ჟოზეპ ბორელის თქმით, იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მარცვლეულის მიწოდებებში შეფერხებასთან და ფასების ზრდასთან აქვს საქმე, რუსეთი მოწყვლად ქვეყნებს ორმხრივი წინადადებებით მიმართავს მარცვლეულის დაბალ ფასად მიწოდების შესახებ და ისე წარმოაჩენს, თითქოს პრობლემას აგვარებს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში აფრიკის ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი აფრიკაში როგორც კომერციულ, ისე დახმარების საფუძველზე, რათა მოსკოვმა თავისი გადამწყვეტი როლი შეასრულოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში.რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.
აფრიკა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260556086_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_c74342a4fd53123699c819fb592b1c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მარცვლეულის გარიგება, აფრიკა , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ევროკავშირი , ჯოზეფ ბორელი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მარცვლეულის გარიგება, აფრიკა , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ევროკავშირი , ჯოზეფ ბორელი
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსეთი იაფ მარცვლეულს იმიტომ გთავაზობთ, რომ ეკონომიკური მოწყვლადობისა და გლობალური სასურსათო არასტაბილურობის გაღრმავებით მასზე დამოკიდებული გაგხადოთ, გააფრთხილა განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებები ევროკავშირმა.
ამის შესახებ
იუწყება სააგენტო Reuters ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის წერილზე დაყრდნობით.
ბორელმა ორშაბათს წერილობით მიმართა განვითარებად და G20-ის ქვეყნებს და მოუწოდა მათ, ისაუბრონ „მკაფიო და ერთიანი ხმით“, რათა შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების განახლებისკენ უბიძგონ მოსკოვს.
ჟოზეპ ბორელის თქმით, იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მარცვლეულის მიწოდებებში შეფერხებასთან და ფასების ზრდასთან აქვს საქმე, რუსეთი მოწყვლად ქვეყნებს ორმხრივი წინადადებებით მიმართავს მარცვლეულის დაბალ ფასად მიწოდების შესახებ და ისე წარმოაჩენს, თითქოს პრობლემას აგვარებს.
„ეს არის კვების პროდუქტების იარაღად გამოყენების ცინიკური პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური მოწყვლადობის გაღრმავებითა და სასურსათო უსაფრთხოების გლობალური მოშლის გზით ახალი დამოკიდებულებების შექმნას ისახავს მიზნად“, — დაწერა ბორელმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში აფრიკის ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი აფრიკაში როგორც კომერციულ, ისე დახმარების საფუძველზე, რათა მოსკოვმა თავისი გადამწყვეტი როლი შეასრულოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.