მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერთად დაწოლაზე უარისთვის: 110 წლის ქმარმა 109 წლის ცოლი მოკლა - ფოტო

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ დააკავა 110 წლის მამაკაცი, რომელმაც 109 წლის მეუღლე მოკლა ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარის გამო, იუწყება Daily Monitor-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა უგანდაში მოხდა.
არსებული ცნობით, 14 დეკემბრის საღამოს გარდაცვლილმა უარი უთხრა მეუღლეს, დაწოლილიყო მასთან ერთ ლოგინში, ვინაიდან თავს ცუდად გრძნობდა და ახველებდა. ქმრის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ქალი სხვა ოთახში წავიდა დასაძინებლად.
დილით კი შვილთაშვილებმა ბებიის საძინებლიდან მამაკაცის ყვირილი გაიგონეს, რომ მარტოობაში სიკვდილი არ უნდოდა.
ერთ-ერთმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა ხდებოდა. მან ოთახში შეიხედა და დიდი დანით შეიარაღებული პაპა დაინახა, რომელმაც მას გასვლა უბრძანა, მერე კი ცოლს რამდენჯერმე დაარტყა დანა. შვილიშვილი მაშინვე მეზობლებისკენ გაიქცა დახმარების სათხოვნელად.
ადგილზე მოსულმა მეზობლებმა აღმოაჩინეს, რომ ქალი უკვე მკვდარი იყო, ხოლო მამაკაცი თავის ოთახში ჩაკეტილიყო. კარი შეტეხეს და აღმოაჩინეს, რომ მოხუცი უგონოდ ეგდო ძირს — გვერდით აგროქიმიკატის ბოთლით.
პოლიციის მონაცემებით, მკვლელობა „ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარის“ საფუძველზე მოხდა, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.
წყარო: Daily Monitor
ყველა ახალი ამბავი
0