პატრუშევი: რუსეთი აფრიკის 6 ქვეყანას 50-50 ათას ტონა მარცვლეულს გადასცემს უსასყიდლოდ

CC BY 2.0 / United Nations Office on Drugs and Crime / Black Sea Grain Initiative. Credit: Duncan Moore/UNODCმარცვლეულით დატვირთული გემი
მარცვლეულით დატვირთული გემი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2023
გამოწერა
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. რუსეთი უსასყიდლოდ მიაწვდის აფრიკის ექვს ქვეყანას თითოეულს 50 ათას ტონამდე მარცვლეულს, განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დმიტრი პატრუშევმა.

„როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, გარდა იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ საიმედო პარტნიორები ვართ მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების კუთხით, აფრიკის ქვეყნებს მარცვლეულს უფასოდაც მივაწვდით. ჯერჯერობით საუბარია ექვს ქვეყანაზე და 25-დან 50 ათას ტონამდე მოცულობაზე", — აღნიშნა მინისტრმა.

პატრუშევის თქმით, მოსკოვი უკვე მუშაობს ამ საკითხზე და მიწოდება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.
გარდა ამისა, რუსმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი წელს მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 55 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს გეგმავს.
მოსკოვის მზადყოფნაზე, როგორც კომერციულ ფასად, ისე უსასყიდლოდ მიაწოდოს აფრიკის სახელმწიფოებს მარცვლეული, ვლადიმირ პუტინმა რუსეთი–აფრიკის სამიტზე ისაუბრა, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართა სანქტ-პეტერბურგში.
ყველა ახალი ამბავი
0