მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიგერის ამბოხი შესაძლოა აფრიკის ომში გადაიზარდოს

© AP Photo / Sam Mednick
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სიტუაცია ნიგერში შესაძლოა სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს აფრიკაში, აცხადებს აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარი ადმირალი, ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი.

„გამოიწვევს თუ არა ეს სრულმასშტაბიან ომს აფრიკაში? ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი და დამანგრეველი მოვლენა იქნება“, — დაწერა მან Twitter-ზე.

კვირას ნიგერის მეამბოხეთა მმართველმა ორგანომ, სამშობლოს ხსნის ეროვნულმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ ერთ-ერთი უცხო ქვეყანა ნიგერში შეჭრას გეგმავს. თუ რომელ სახელმწიფოზეა საუბარი, საბჭოს არ დაუკონკრეტებია.
ამის პარალელურად ამბოხებულებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურეს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) ულტიმატუმის ფონზე.
მანამდე ECOWAS-მა ერთი კვირა მისცა ამბოხებულებს ხელისუფლებაში პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმის დასაბრუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ECOWAS იმუქრება, რომ ნიგერში კონსტიტუციურ წესრიგს ძალის გამოყენებით აღადგენს. ამის ფონზე დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ნიგერის ვითარებაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის გეგმა უკვე შემუშავებულია.
ECOWAS-მა მანამდე ფინანსური დახმარება შეუჩერა ნიგერს და ასევე სანქციები დაუწესა გადატრიალების მონაწილეებს, მათ ოჯახებს და ყველა იმ პირს, ვინც მეამბოხე სამხედროების მიერ შექმნილ „ინსტიტუტებში მონაწილეობას დათანხმდა“. გარდა ამისა, დაიხურა საზღვრები და შეჩერდა კომერციული და ფინანსური ტრანზაქციები თანამეგობრობის ქვეყნებსა და ნიგერს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0